ხშირად დასმული კითხვები

შეკვეთის მიწოდებას უზრუნველვყოფთ 5 სამუშაო დღეში. მიწოდება ხდება დღის განმავლობაში 10:00 - დან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა. ამიტომ ადრესატის მისამართი მიუთითეთ შესაბამისად, რათა კურიერმა შეძლოს წიგნის მოწოდება. გთხოვ, გაითვალისწინო, რომ სადღესასწაულო დღეებში მოწოდების ვადები შესაძლოა შეიცვალოს.

ამ ეტაპზე შეკვეთის მიწოდებას უზრუნველვყოფთ საქართველოს მასშტაბით, შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თბილისის შემოგარენი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, რუსთავი და თელავი. საკურიერო მომსახურების ქსელი მუდმივად ფართოვდება და მალე სხვა ქალაქებიც დაგვემატება.

 

შეკვეთის სტატუსზე ინფორმაციის მისაღებად დამატებითი ქმედებები არ  დაგჭირდება. ამაზე ჩვენ თვითონ ვიზრუნებთ.  შეკვეთის დარულებისთანავე, ეკრანზე გამოჩნდება დამადასტურებელი შეტყობინება. შეკვეთის ადგილზე მოტანამდე კიდევ ორჯერ მიიღებ ჩვენგან ელექტრონულ ფოსტას: პირველად, როცა წიგნი დაიბეჭდება და მეორედ, როცა წიგნი გამოიგზავნება. 

თუ უკვე განახორციელე შეკვეთა და ეკრანზე ამის დამადასტურებელი შეტყობინებაც მიიღე,  სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძლებთ რაიმე ცვლილების შეტანას.

 

პერსონიფიცირებული წიგნის შესაკვეთად მთავარ გვერდზე უნდა აირჩიო კატეგორია წიგნები და შემდეგ ქვეკატეგორია საბავშვო. შეარჩიე სასურველი წიგნი, დააჭირე ღილაკს წიგნის შექმნდა მიყევი ინსტრუქციას.

კურიერული  მომსახურება თბილისში შეადგენს  5 ლარს, ხოლო თბილისის შემოგარენში და სხვა ქალაქებში - 10 ლარს. ერთ მისამართზე ორი ან მეტი წიგნის გამოწერის შემთხვევაში, შეკვეთას ერთი გზავნილის ფასად მოგაწვდით. თუმცა სადღესასწაულო დღეებში შეიძლება ფასი შეიცვალოს.

ზღაპრის შესაქმნელად მენიუდან "წიგნები" დააწკაპე კატეგორიას "საბავშვო" და აირჩიე წიგნი. დააჭირე ღილას "შექმენი წიგნი", აირჩიე მთავარი გმირი გოგო ან ბიჭი და ჩაწერე ბავშვის სახელი ქართული შრიფტით. ღილაკს "გაგრძელება" რომ დააწკაპებ, მომდევნო გვერდზე გადახვალ, სადაც პატარას პერსონალურ მიძღვნას დაუწერ. კვლავ დააჭირე ღილაკს "გაგრძელება" და შემდეგ საფეხურზე წიგნის პირველი გვერდი გამოჩნდება. ისრებით გადაფურცლე და დაათვალიერე მთლიანი ზღაპარი.

გჭირდება დახმარება?

გაქვს კიდევ კითხვები? მოგვწერე და ჩვენ მალე გიპასუხებთ