მოიწვიე შენი მეგობარი და „შენიასგან“ ორივემ საჩუქრად მიიღეთ 10 – 10 ლარი

 

თუ შენს მიერ მოწვეული მეგობარი შეიძენს წიგნს, 10 ლარი „შენიას“ ვირტუალურ ანგარიშზე დაგერიცხება, რომელსაც წიგნის შეძენისას გამოიყენებ.  გაინტერესებს პირობები? მაშ ასე....

 

  • ამ შეთავაზებით სარგებლობა შეგიძლია თუ აქციის გამოცხადებამდე ერთხელ მაინც გაქვს შეძენილი „შენიას“ ზღაპარი
  • ვებ-გვერდზე www.shenia.com შემოსვლისთანავე შეავსე მითითებული ინფორმაცია და მიყევი სულ რამოდენიმე მარტივ საფეხურს
  • მიიღე უნიკალური კოდი და გაუზიარე შენს მეგობარს, ნათესავს, კოლეგას, მეზობელს, თანაკლასელის მშობელს, ვისაც 8 წლამდე ასაკის შვილი ყავს, მაგრამ ჯერ არ უსარგებლია ჩვენი მომსახურებით ელ.ფოსტის, მესინჯერის ან facebook -ის მეშვეობით. არჩევანი შენზეა.
  • თუკი შენი მეგობარი შეიძენს „შენიას“ პერსონალურ ზღაპარს  ამ კოდის საშუალებით, ის პირველივე შენაძენზე გამოიყენებს ნაჩუქარ 10 ლარს. მეგობრის მიერ წიგნის შექმნისთანავე შენც დასაჩუქრდები 10 ლარით, რომელიც „შენიას“ ვირტუალურ ანგარიშზე დაგერიცხება.
  • მოწვეულ მეგობართა რაოდენობაში არ ხარ შეზღუდული. შესაბამისად რამდენი მეგობარიც შეიძენს წიგნს, იმდენი 10 ლარი შენია.
  • პრომო კოდის გამოყენების ვადა მისი მიღებიდან 30 დღეა.
  • „შენიას“ მიერ გამოცხადებული ფასდაკლებების დროს დარიცხული ვირტუალური თანხის გამოყენებას ვერ შეძლებ.
  • „შენია“ იტოვებს უფლებას შეცვალოს ზემოაღნიშნული პირობები.